სხვა სერვისები
კონტაქტი
info@consultingx.ge
დაგვიკავშირდით
+995 597 11 13 13
რას ისწავლი ხელოვნური ინტელექტის ტრენინგზე
ვისთვისაა ეს კურსი?
ეს კურსი განკუთვნილია ყველასთვის, ვინც სურს თანამედროვე ტექნოლოგიების ცოდნის მიღება პრაქტიკული კუთხით — პროგრამირების ან AI-ის ტექნიკური ცოდნის გარეშე.
თუ ხარ მეწარმე, კონტენტ კრეატორი, ოფის მენეჯერი, მოსწავლე ან უბრალოდ გსურს, რომ ხელოვნური ინტელექტი ყოველდღიურ ცხოვრებაში შენი თანაშემწე გახდეს — ეს კურსი შენთვისაა.
კურსის უნიკალურობა
ეს კურსი არ არის მხოლოდ თეორია — ის არის პრაქტიკაზე ორიენტირებული ინტენსიური გზამკვლევი, რომელიც რეალურ უნარებს გაძლევთ:
• თეორია გადმოცემულია მარტივად, მოკლედ და მკაფიოდ — დრო არ იკარგება ზედმეტ თხრობაში
• თითოეული შეხვედრა დაფუძნებულია პრაქტიკულ სამუშაოზე — უშუალოდ მუშაობთ იმ ინსტრუმენტებთან, რომლებიც უკვე გამოიყენება მსოფლიოში
• სწავლობთ არა უბრალოდ AI-ის გამოყენებას, არამედ მისგან მაქსიმალური სარგებლის მიღებას სწორი და სტრატეგიული კომუნიკაციით (პრომპტინგი)
კურსის დეტალები
ხანგრძლივობა
- 3 შეხვედრა
- თითოს ხანგრძლივობა 1-1.5 საათი
- ლექციები წარიმართება 1 კვირის განმავლობაში
ფორმატი
- ონლაინ ფორმატი
- შეხვედრები ჩატარდება Zoom-ის პლატფორმაზე
- კეთდება ვიდეო-ჩანაწერები
რას მიიღებთ
- თეორია
- პრაქტიკა
- შედეგზე ორიენტირებული მიდგომა
- რეალური პროექტები
სხვა ბენეფიტები
- კურსის წარმატებით დასრულებისას გაიცემა სერტიფიკატი
კურსის შედეგები
- დაწეროთ ეფექტური, ზუსტი და შემოქმედებითი პრომპტები სხვადასხვა ამოცანისთვის
- შექმნათ პერსონალური AI ასისტენტი, რომელიც დაგეხმარებათ სამუშაოში, სწავლაში ან ყოველდღიურ საქმეებში
- გამოიყენოთ სხვადასხვა AI ინსტრუმენტი (საიტების აგება, პრეზენტაციების წარდგენა, ტექსტების გენერაცია და სხვა)
- დაიწყოთ თქვენი პირველი AI პროექტი დამოუკიდებლად


კურსის დეტალური სილაბუსი
შეხვედრა 1
თეორია (30 წთ):
- რა არის გენერატიული AI და როგორ მუშაობს (ChatGPT, Claude, Gemini, Copilot)
- რას ნიშნავს “პრომპტი” და რატომ არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი
- პრომპტების ტიპები: ინფორმაციული, შემოქმედებითი, სტრუქტურული და ინტერაქციული
პრაქტიკა (60 წთ):
- კონკრეტული მაგალითები:
- იდეის გენერირება (ბიზნესი, სოც. მედია, ტექსტი, ლოგო)
- ტექსტის რედაქტირება და სტილის ცვლილება
- დიდი ტექსტების შეჯამება და ანალიზი
- ცხრილების/გეგმების შექმნა
- ვარჯიში: მონაწილეები ქმნიან საკუთარ პრომპტებს და იღებენ უკუკავშირს
- "ფარნების" სტრუქტურა: როგორ მივცეთ AI-ს როლი, კონტექსტი და ზუსტი დავალება
შეხვედრა 2
თეორია (20 წთ):
- როგორ „ავარჯიშოთ“ AI პირადი ასისტენტის როლში
- GPT-ში custom instructions და memory-ის გამოყენება
- პერსონალიზებული ასისტენტების შექმნა (GPTs ან სხვა პლატფორმაზე)
პრაქტიკა (70 წთ):
- პერსონალური ასისტენტის შექმნა სხვადასხვა პროფილისთვის:
- კონტენტ კრეატორი
- მარკეტინგ მენეჯერი
- სტუდენტი
- მენეჯერი ან HR
- ვარჯიში: თითო მონაწილე აყალიბებს თავის პერსონალურ GPT ასისტენტს კონკრეტული მიზნებით
- Workflow ავტომატიზაცია (მაგ. ყოველდღიური დაგეგმვა, ფაილის შეჯამება, წერილების წერა)
შეხვედრა 3
თეორია (20 წთ):
- Case Studies: როგორ იყენებენ AI-ს რეალურად სხვადასხვა ინდუსტრიაში
- მარკეტინგი
- განათლება
- მეწარმეობა
- მედიცინა
- იურიდიული
პრაქტიკა (70 წთ):
- AI ინსტრუმენტების წარდგენა (Notion AI, Gamma, Canva Magic, Mixo, Durable და სხვ.)
- შერჩეული ინსტრუმენტით პირადი პროექტის გაკეთება:
- 1-გვერდიანი ლენდინგი AI-ით
- პრეზენტაციის შექმნა 5 წუთში
- იდეის შეფუთვა სოც. მედიის პოსტად
- ვარჯიში: თითო მონაწილე აკეთებს მინი-დემოს საკუთარი ნამუშევრით