ვიდეო კონტენტის ექსპრეს კურსი

ვისთვისაა ეს კურსი?
ეს კურსი განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც სურს მობილურით სწრაფად და ეფექტურად შექმნას მაღალი ხარისხის კონტენტი — იქნება ეს სოციალური მედიის მენეჯერი, მცირე ბიზნესის მფლობელი, ბლოგერი, თუ უბრალოდ კრეატიული ადამიანი, რომელიც საკუთარი იდეების ვიზუალურად გადმოცემას გეგმავს.

კურსის უნიკალურობა
მხოლოდ 4 ინტენსიური შეხვედრა და თქვენ ისწავლით კონტენტის შექმნის სრულ ციკლს — გადაღებიდან მონტაჟამდე, სტილიზაციიდან ტრენდულ ეფექტებამდე. პრაქტიკული სავარჯიშოები და რეალური დავალებები გაძლევთ შესაძლებლობას, უკვე კურსის მსვლელობისას შექმნათ ისეთი ვიდეოები, რომლებიც მზადაა გამოქვეყნებისთვის.

01
ხანგრძლივობა
  • 4 შეხვედრა
  • თითოს ხანგრძლივობა 1-1.5 საათი
  • ლექციები წარიმართება 1 კვირის განმავლობაში
02
ფორმატი
  • ონლაინ ფორმატი
  • შეხვედრები ჩატარდება Zoom-ის პლატფორმაზე
  • კეთდება ვიდეო-ჩანაწერები
03
რას მიიღებთ
  • თეორია
  • პრაქტიკა
  • შედეგზე ორიენტირებული მიდგომა
  • რეალური პროექტები
04
სხვა ბენეფიტები
  • კურსის წარმატებით დასრულებისას გაიცემა სერტიფიკატი

კურსის შედეგი

  • შეძლებ მობილურით ხარისხიანი ვიდეოს გადაღებასა და მონტაჟს.
  • შექმნი ჰუკს, სცენარს და ბრენდის სტილში მორგებულ ვიზუალურ იდენტობას.
  • გამოიყენებ ტრენდულ ეფექტებს და პლატფორმების ოპტიმალურ ფორმატებს.
  • მოარგებ კონტენტს სხვადასხვა არხს მაქსიმალური ჩართულობისთვის.
შეხვედრა 1

თეორია:

  • მობილურის კამერის პარამეტრები: ფოკუსი, ექსპოზიცია, სტაბილიზაცია

  • განათების ტიპები და სცენის სწორად არჩევა (ბუნებრივი/ხელოვნური)

  • კადრის კომპოზიცია: ფრონტალური, გვერდითი, მოძრაობის კადრი

  • კადრის ესთეტიკა: კომპოზიციის წესები (rule of thirds, სიმეტრია)

  • ვიდეოს ჩანაფიქრი: რას ვიღებთ და რატომ

პრაქტიკა:

  • 15–30 წამიანი სცენის გადაღება ორი განსხვავებული რაკურსით და განათებით

  • ჰუკის იდეის მოფიქრება და ვიდეოში გამოყენება

დავალება #1:
შექმენი მოკლე ვიდეო, სადაც გამოყენებული იქნება მინიმუმ 2 განსხვავებული რაკურსი, განათების წყარო და ერთ–წამიანი ჰუკი დასაწყისში.

თეორია:

  • სცენარის სტრუქტურა: ჰუკი — იდეა — გამოხმაურება (CTA)

  • სცენარის მოფიქრების პრაქტიკული მეთოდები:

    რა უნდა თქვას პირველი 3 წამი
    როგორ განაწილდეს ტექსტი და ვიზუალი

  • CapCut-ის ინტერფეისის გაცნობა

  • ვიდეოს იმპორტი, ჭრა, ქრონოლოგია

  • ტრანზიციები და აუდიოს მართვა


პრაქტიკა:

  • სცენარის მცირე შაბლონის შექმნა + შესაბამისი მონტაჟი

  • 10–15 წამიანი ვიდეოს აწყობა თემატურად

დავალება #2:
შექმენი ვიდეო, რომელიც მოიცავს: ჰუკს დასაწყისში, მინიმუმ 3 მონტაჟურ ელემენტს (ჭრა, ტექსტი, მუსიკა) და ერთ იდეის ხაზს.

თეორია:

  • ტექსტის დიზაინი: ფონტი, ფერი, განლაგება

  • ვიდეოს ატმოსფერო: ფილტრები, ფერის კორექცია

  • ბრენდინგის ელემენტები: ლოგო, სტილისტიკა, ვიზუალური თანმიმდევრულობა

  • ვიზუალური სცენარის ჩაშლა — რა ამახსოვრდება მაყურებელს

პრაქტიკა:

  • არსებული სცენის სტილიზაცია ბრენდ ელემენტებით

  • აუდიოს სინქრონიზაცია მოქმედებასთან

  • ფერისა და ტექსტის მორგება პერსონაჟზე ან პროდუქტზე

დავალება #3:
მოამზადე ვიდეო, რომელიც გაწვდილი იქნება ერთიანი ვიზუალური იდენტობით (ლოგო, სტილი, ტექსტი) და გადმოსცემს კონკრეტულ მესიჯს.

თეორია:

  • ტრენდული ეფექტების გამოყენება: Velocity, Shake, Zoom, Overlay

  • შაბლონების მოდიფიცირება

  • ეფექტური ჰუკის ანალიზი: რა მუშაობს და რატომ?

  • ექსპორტი სხვადასხვა პლატფორმისთვის: TikTok, Instagram, YouTube Shorts

საუკეთესო დროის შერჩევა

განთავსების ოპტიმალური მეთოდები

  • მაყურებლის ქცევის ანალიზი: CTR, Retention, Engagement

პრაქტიკა:

  • საკუთარი ვიდეოს გადაკეთება ტრენდულ სტილში

  • ჰუკის დამოკლება / ტესტირება 2 სხვადასხვა ვარიანტით

დავალება #4:
აირჩიე არსებული ან შაბლონზე დაფუძნებული ტრენდი, გადააკეთე შენი ვიდეო ჰუკ–მონტაჟით, ატვირთე და გააზიარე უკუკავშირისთვის.

მიიღე უფასო კონსულტაცია